ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის უკვე გაიწმინდა ცენტრალური გზები.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოლითში, ბალანთაში, ჭიხარულასა და ტაბაწყურში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.
თოვლისაგან იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები