ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გრძელდება,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები, ამჯერად, გიორგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხი სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა.
„სოფელ გიორგეთის და გუჯარეთის მცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს, პროგრამით გამოყოფილი თანხით, სკვერის კეთილმოწყობა დაიგეგმა, სოფელ ლაფნიანში – სასაფლაოს ტერიტორია
შემოიღობება, ხოლო სოფელ ვერხვისმინდორსა და ფიჩხიბოგირში – გარე განათება მოეწყობა.
საერთო კრებებს და ამომრჩევლებთან კონსულტაციებს, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.
წელს, გიორგეთის თემის სოფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 56 000 ლარია გამოყოფილი“ – წერია ინფორმაციაში.