გორის მერია სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს.

გორის მერიის ინფორმაციით, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობების ხარჯებსა და სოციალურ დახმარებებს სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს.

,,ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში (https://gori.gov.ge/uploads/2023_wlis_socialuri_da_jandacvis_programa.pdf)“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები