ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 35 475 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 5 861 300 ლარით მეტია. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
,,პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული:
▪️ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 12 901 963 ლარი;
▪️ დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 702 498 ლარი;
▪️ განათლება – 6 986 103 ლარი;
▪️ კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 245 104 ლარი;
▪️ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 3 536 264 ლარი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.