ბოლნისის მერია: მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, ქალაქ ბოლნისში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 1000 გრძივ მეტრზე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 790 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები