ბორჯომის მერია: ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ:

მრავალშვილიან ოჯახებს – 109;

18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -110;

მარტოხელა მშობლებს – 109;

დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – 3;

დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის

წვერებს – 2;

ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს – 58;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) – 39;

საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) – 26;

ავღანეთის ომის ვეტერანებს – 25;

ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს – 5;

9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1;

18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს – 266.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი გილოცავთ შობა-ახალ წელს!”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები