ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი და მწვანე ნარგავები დაზიანდა, ასევე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები. ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა.
“დილიდან დაიწყო შტორმის შედეგად დაბინძურებული ძველი და ახალი ბულვარის, ასევე გონიოს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები.
მობილიზებულია და საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.