მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა
მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა
უკვე დასრულდა, ნაწილი კი დასრულების ეტაპზეა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ სოფლებში განხორციელდა :
დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ კორტანეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ყვიბისში ბერის საყდრების მონასტერთან მისასვლელი გზის (II მონაკვეთი) რეაბილიტაცია;
სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ტბაზე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
დაბა ბაკურიანში გზის რეაბილიტაცია (წაქაძის ქუჩა);
სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია;
სოფელი მოლითიდან-ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I და II ეტაპი);
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.