აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის თანადაფინანსება

4800-ზე მეტ ფერმერზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის თანადაფინანსება. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები ფერმერებზე ტექნიკის გაცემის პროცესს დაესწრნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.

“აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში მიმდინარეობს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სხვადასხვა საშუალებების შესყიდვის თანადაფინანსება.

პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მოტოკულტივატორის, ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, მარცვლეულის საფქვავის, რძის სეპერატორის, მეფუტკრეობის, ჩირის, საოჯახო ღვინის, სპირტის საწარმოო საშუალებების, მცირეფასიანი და სხვა სამეურნეო საქონლის შესყიდვის თანადაფინანსება.

პროგრამის ბიუჯეტი 4 365 000 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები