ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანაში ბეტონის გზა იგება
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაოინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“ამ დროისთვის, შიდა საავტომობილო გზისრეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობსსოფელ ტყემლანაში, სადაც ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 210 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება
აღსანიშნავია, რომ გზების რეაბილიტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ–ერთ მთავარი პრიორიტეტია, მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯამში, 16 კილომეტრამდე სიგრძის გზას უტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები”,- წერია ინფორმაციაში.