ბორჯომის მერია: საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტიმოთესუბანში ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.

“სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

საკურორტო სოფლების იერსახის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები