ნიჩბისში სკვერის მშენებლობა დასრულდა

ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკვერი ახალ ნიჩბისში აშენდა და პროექტის ფარგლებში დასასვენებელი სივრცე, საბავშვო და სპორტული კუთხეები მოეწყო.

“საბავშვო სივრცეში განთავსებულია ორდონიანი ატრაქციონი, რომლის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, დაფარულია კაუჩუკის საფარით.

დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განთავსებულია ტენისის მაგიდა და ფანჩატური.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 248 864 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „სერვისი 2015“ განახორციელა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები