მერია: ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“სარეაბილიტაციო მონაკვეთი საკურორტო სოფელ სადგერში, ტბაზე და ცემში გადის და მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნურინაგებობების (მილების, ტროტუარების სანიაღვრექსელის) შეკეთება და ახალი ნაგებობების მოწყობა, მდ. გუჯარულაზე ეწყობა ახალი რკინა-ბეტონის ხიდი, ადგილობრივ გზებთან მიერთებების დამოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საგზაონიშნების და შემოფარგვლის მოწყობა, გზის სავალინაწილის მონიშვნა.

განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმიწფო ბიუჯეტიდან 5 184 639 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები