გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა – ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა

შემაჯამებელი ოქმი შედგა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზეც. კომისიამ გამოაცხადა შედეგები, რომლის მიხედვით გორის ოლქში ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მას ამომრჩეველთა 56,86%-მა დაუჭირა მხარი.

კომისიის ყველა წევრმა საარჩევნო კოდექსის მიხედვით ხელმოწერით დაადასტურა ოქმის მიღება, თუმცა ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის 5 წევრი ოქმში შეტანილ მონაცემებს არ დაეთანხმა, რაც შენიშვნების სახით დაერთო ოქმს.

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში გახსნილი იყო 95 უბანი, აქედან 68-ზე კენჭისყრა ახალი ტექნოლოგიებით ჩატარდა. ოლქში 31 საჩივარი იყო შესული, სააპელაციო სასამართლომ ისფედის მოთხოვნა საარჩევნო უბნების გადათვლასა და შემაჯამებელი ოქმების 15უბანზე ბათილად ცნობის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები