ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო
საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, დარინა სალდაძის თქმით, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალდაძემ.