კახეთში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა – მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა
კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგია, ამ დროისთვის, სრულად არის აღდგენილი.
სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
“ზარალის დათვლის შედეგად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მყისიერად მოახდენს რეაგირებას, რათა არცერთი მაცხოვრებელი არ დარჩეს დაზიანებული”, – აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, გიორგი ალადაშვილი.
5 ნოემბერს ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.