ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

,,მშობლიურ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები სიყვარულით შეხვდნენ საამაყო სპორტსმენს.

სპორტული დღესასწაული, სიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”. შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მსოფლიო ვიცე-ჩემპიონისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ვიცე-ჩემპიონის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერით გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიო პირველობა გაიმართა, სადაც ონელმა მირიან მაისურაძემ (92კგ) ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები