მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში, ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა
მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია ორი ბენეფიციარი.
“მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი. ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.