გორში, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები განიხილეს. გასაჩივრებული იყო ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ზეწოლის ფაქტები და პროცედურული დარღვევები.
საარჩევნო კომისიაში სულ 31 განცხადება შევიდა, საიდანაც ნაწილი არ დაკმაყოფილდა, ნაწილი კი სრულად დაკმაყოფილდა.
ამასთან, დადგა გარკვეულ პირთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც.