დღეს სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება
დღეს სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
სამტრედიაში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის როლანდ ეცადეიშვილი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობიდან“ სერგო შანიძე, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – მალხაზ იანტბელიძე.
ჩოხატაურში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის მინდია დოლიძე, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – რომანი კალანდაძე.
ჩოხატაურისა და სამტრედიის საკრებულოების ყოფილ წევრებს – მიხეილ თავართქილაძესა და ილია მჟავიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.