ზუგდიდის მერის სტიპენდია 104 სტუდენტს დაენიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო.

ახალგაზრდების წახალისება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერია ახალგაზრდული მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

სტუდენტები მერის სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები