მარტვილში ორი რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.

მარტვილის მერიის ინფორმაციით, ლეცავეს და თამაკონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.

“სკოლის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თორნიკე ჯანაშიამ საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

ლეცავეს და თამაკონის  საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო საკლასო ოთახები,  გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები