ოკუპირებულ აფხაზეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აძაფში ადიდდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის შენობა დატბორა,- ამის შესახებ Sputnik-ს ე.წ. დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დიმიტრი იენიკმა განაცხადა.
მისი თქმით, წყალმა პირველი სართულის დერეფანში შესვლა მოახერხა, თუმცა, არქივის თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროსთან ერთად, წყლის სხვა ოთახებში შესვლა აღკვეთეს.
„არქივი და ქონება, საბედნიეროდ, არ დაზიანებულა, მაგრამ თუ კვლავ იქნება ძლიერი წვიმა, შეიძლება, სერიოზული პრობლემები წარმოიშვას“, – განაცხადა იენიკმა.
დიმიტრი იენიკის თქმით, აუცილებელია მდინარის კალაპოტის გაწმენდა ან ბეტონის ბარიერების აგება, რომელიც მომავალში არქივს წყალდიდობისგან დაიცავს.