ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა 2 800 კვადრატული მეტრის გზა. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი, ღობეები, საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 760 650 ლარი შეადგინა.