სოფელ ვაჩნაძიანში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – გარდაცვლილია ორი ადამიანი
გურჯაანში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა. მსუბუქი ავტომრბოლი ეზოში მყოფ ორ ქალს დაეჯახა, შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.