„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის დელეგატმა გოჩა ენუქიძემ, წინასაარჩევნო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში, ფარახეთის, შქმერის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან გამართა, – ინფორმაციას „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
„გოჩა ენუქიძემ მოისმინა მოქალაქეთა პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე და მოქალაქეების ჩართულობაზე. მან მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო და მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.