პატრიარქმა პროექტის “უმღერე ყაზბეგს” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიღება გაუმართა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს,  პროექტის „უმღერე ყაზბეგს” მონაწილეები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ. შეხვედრა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში გაიმართა.

ყაზბეგის მერიის ცნობით, ღონისძიებას, მსახიობი და ტელე წამყვანი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“გაჟღერდა ლექსები და სიმღერები, რომლებიც პროექტის ფარგლებში „უმღერე ყაზბეგს” შეიქმნა.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ პოეტი ნანა ცინცაძე და მუსიკოსი დავით არჩვაძე.ემოციური შეხვედრის მიწურულს, პატრიარქმა პროექტის მონაწილეები დალოცა და მადლობა გადაუხადა.
გაჟღერდა იდეა, რომელიც “ყაზბეგობის” დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცევა.  
მთელი წლის განმავლობაში, მუსიკოსებსა და პოეტებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან ახალი ლექსები და სიმღერები ყაზბეგზე, რომელთა პრეზენტაციაც ყოველ წელს, სახალხო დღესასწაულის გალა კონცერტზე გაიმართება.

თავის მხრივ, ყაზბეგის მერია, ღონისძიების ამ ნაწილის აქტიურად დაუჭერს მხარს და ყველა მონაწილეს წაახალისებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები