მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა, ელდანიზ სადიკოვმა პარტია ერთიანი „ნაციონალურ მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა.
ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერების მიზნები ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, რის გამოც ახუნდი მოსახლეობას მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ხმა ოპოზიციას და მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას, რომელიც საქართველოში მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის.
„2019 წლიდან ვიყავი ოპოზიციაში, კერძოდ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლიდან ძალიან ბევრი ტყუილი, ღალატი და ბინძური საქმე ვნახე. 2021 წლიდან მოსახლეობის წინაშე არცერთი გაცემული დაპირება არ შეუსრულებიათ.
აგილ მუსტაფაევი, რამო ახმედოვი და აზატ ქერიმოვი ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, ასევე მელიქიშვილი და დავით კირკიტაძე ამ უსამართლობების მთავარი ფიგურანტები არიან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პიროვნებები აფერისტები არიან და დღეის მდგომარეობით ვერ ვხედავ რომელიმე რეალურ ოპოზიციურ პარტიას, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მათ არ მისცეთ ხმა! თამამად მინდა ვთქვა, რომ დავტოვე პარტია და მათგან არანაირი კარგი ქმედება არ დამინახავს დღემდე. „ნაციონალები“ ბინძური საქმით არიან ყოველთვის დაკავებულები და მათი ძირითადი საუბარი ტყუილისგან შედგება. დღეიდან მე აღარ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ, რომ მათი ნათქვამი არცერთი დაპირება არ შესრულებულა. მათი მთავარი მიზანია თანამდებობის მიღება. აქედან მოგმართავთ თქვენ სწორი ხალხი არხართ, თქვენ ხართ მოღალატეები. დღეიდან მმართველი გუნდის გვერდით ვიდგებით, მხარს დავუჭერთ ყველა საკითხში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს რეალური ოპოზიცია აღარ არსებობს. მათ გვერდით დგომა იგივეა, რაც გახვრეტილ ნავში იყო. ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ როგორი დაძაბული სიტუაციაა და ომები მიმდინარეობს, იღუპება ახალგაზრდობა. ჩვენს ქვეყანაში ვხედავ მშვიდობას, განვითარებას და წინსვლას. სწორედ ამიტომ დღეს აუცილებელია ვიდგეთ მმართველი გუნდის გვერდით და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას““, – განაცხადა ელდანიზ სადიკოვმა.
ელდანიზ სადიკოვი 2019 წლიდან პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი 30 წელია რაც დაშტაფში სასულიერო პირი-ახუნდია.