ლაგოდეხში სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“ აღინიშნა

ლაგოდეხში სახალხო დღესასწაული „ჰერეთობა“ აღინიშნა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. წარმოდგენილი იყო საშემოდგომო კუთხეები, მოეწყო ღვინის და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა. ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები