ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მოძრაობა შეზღუდულია

ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ტრაილერი მოსახვევში ამოტრიალდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მომხდარი შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე ცალმხრივად არის შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები