ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთდება ბაილეთი – ჭანიეთური – კონჭკათის დამაკავშირებელი გზა.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
თალაკვაძე, პროექტი მხარდაჭერისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას – ვაკეთებთ ბაილეთი – ჭანიეთური – კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. აქ გზა კაპიტალურად არასოდეს გაკეთებულა და ჩვენს თანამოქალაქეებს ეს პრობლემა ძალიან აწუხებდათ. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.