“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთის სოფლების: ალამბრის, ზენითის, აჭყვისთავისა და კვირიკეს მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.