გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია

გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრების მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები ქარელმა, კასპმა და ხაშურმა გაინაწილეს.

“პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გარდამავალი თასით და 4000 ლარით დაჯილდოვდა.

მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს 3000, 2000 და1000 ლარები გადაეცათ.

ფინალსა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშებს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფეხბურთში რეგიონული პირველობა გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტებისა და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ ფეხბურთის ტურნირით დასრულდა. პროექტი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით მესამე წელია იმართება.

გარდა ფეხბურთისა, მიმდინარე წელს შეჯიბრებები ჩატარდა მძლეოსნობაში, კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალური და რეგიონალური პირველობები.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ მიზანია სპორტის სახეობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები