ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

ჭიათურის მერიის ინფორმაციით, ნაგუთის დასახლებაში,  წმინდა გერმანეს  ქუჩაზე,  განახლებული სკვერის საზეიმო გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი  გივი მოდებაძე,   საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“პროექტის ფარგლებში  შემოიღობა ტერიტორია,  აღდგა კასკადური შადრევანი, მოეწყო ფანჩატური. საპროექტო ტერიტორიაზე, ასევე  დამზადდა დიდი ზომის საჭადრაკო დაფა  გრანიტის ქვისგან  და ზედ მინაბოჭკოვანი პოლიმერიდან ჭადრაკის ფიგურები განთავსდა. მასალის სიმსუბუქე და გამძლეობა საშუალებას იძლევა, აღნიშნული ფიგურები გადაადგილონ მცირე ასაკის ადამიანებმაც.

სკვერის ღირებულება 457`976 ლარს შეადგენს.

დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ღია საცურაო აუზის,   სტადიონის  და ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პროექტით გათვალისწინებულია 2 აუზის მშენებლობა, ასევე -ადმინისტრაციული შენობის, პარკინგის, ბილიკების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების და ძელსკამების დამონტაჟება.

პროექტის  მიხედვით დასასრულს უახლოვდება ჯადული იობაშვილის სახელობის სტადიონის  ტრიბუნების მოწყობა, დასრულებულია ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, სადაც გასახდელები, საშხაპეები, მსაჯების საკონფერენციო ოთახი, მშებლებისთვის საერთო მოსაცდელი, ექიმისა და მწვრთნელის ოთახები, ასევე სველი წერტილები განთავსდება.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ  კი- საფეხმავლო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც  დააკავშირებს იაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ლითონის კონსტრუქცია  მინის გადახურვითა და მინისვე მოაჯირებით, დამონტაჟდება დეკორატიული სანათები”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები