პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წეროვანის დევნილთა დასახლებას ქვეყნის საამაყო სპორტსმენებთან და უკვე „ქართული ოცნების“ ახალ წევრებთან ლაშა ტალახაძესთან, გენო პეტრიაშვილთან და ზაზა ნადირაძესთან ერთად ესტუმრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩეველთან შეაჯამა წეროვანში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ასევე, ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ მიმართულებაზეც.

„ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ მთელი გუნდი იქნება გარანტი იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები