სოფელ ლიხაურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ლიხაურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლიხაური – კვაჭალათის დამაკავშირებელ გზას. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მისი ღირებულება კი 2 მილიონ ლარზე მეტია.

სოფელ ლიხაურში სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ ვასრულებთ მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას. ვაკეთებთ ლიხაური – კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 3,50 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებიც. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები