ქუთაისში, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. ინფორმაციას ქუთაისის
მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძე , მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი . სასულიერო პირებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
სკვერში ფოტო კინო მატიანეს მუზეუმმა მოაწყო სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.
„31 წლის წინ სოხუმი დაეცა. 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. აფხაზეთის ომმა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, ასეულ ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.
ეს არ არის მხოლოდ ქართველების ტკივილი, ეს აფხაზების დარდიცაა და ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთგაგებით!
დიდება სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები