პირველად წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ფეხბურთის ტურნირში დაწესებულებებს შორის გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი ,,ბორჯომის თასი 2024“ გადაეცემა

პირველად წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ფეხბურთის ტურნირში დაწესებულებებს შორის გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი ,,ბორჯომის თასი 2024“ გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით მეტი ადამიანის ჩართვა და მოტივაციის ამაღლება.

,,გარდამავალი ,, ბორჯომის თასი 2024“ ერთი წლის განმავლობაში შეინახება გამარჯვებული გუნდის დაწესებულებაში და თასი გადაეცემა ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

I – ადგილზე გასული გუნდი -1500 ლარი

II- ადგილზე გასული გუნდი -1000 ლარი

III -ადგილზე გასული გუნდი – 500 ლარი

ორგანიზაციის გუნდების რეგისტრაციისთვის მობრძანდით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქუჩა N5 ან დარეკეთ მეტი ინფორმაციისთვის ტელეფონის ნომერზე : 591 95 95 41″,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები