კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს
კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების 11-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს.
მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.
კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 86% დაიმსახურა, ხოლო 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ამ 11-წლიან პერიოდში ქართველომ შეძლო შეფასება 9 პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია.
2012 წელს კანონის წინაშე უთანასწორობით და პირად თავისუფლების შეზღუდულობით საქართელო ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ოთხეულში იყო რუსეთთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ერთად.
2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს _ რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და ლიდერობს კავკასიასა და ცენტალურ აზიაში.
https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/VDEM+CORE+v2xcl_rol