სახალხო დღესასწაული “ქარელობა 2024” მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაული ,,ქარელობა 2024″ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“მოეწყო საგამოფენო კუთხეები და ბავშვთა გასართობი სივრცეები.

დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონცერტი სადაც მუნიციპალიტეტში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა , სალოტბარო და საესტრადო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა საგამოფენო სივრცეები და მეწარმეთა ნამუშევრები.

სახალხო დღესასწაული დასრულდა ლინდა ადამიასა და ჯუფი ¼ – ის გალა კონცერტით და ფოიერვერკით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები