„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა და ტყისპირის მოქალაქეებს შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.

„მჯერა დმანისელების მხარდაჭერის. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან თბილი და მრავალრიცხოვანი შეხვედრა ჰქონდა მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები