ფოთელი სპორტსმენი იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს სპორტულ კარიერას
ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს სპორტულ კარიერას, სადაც ის ფოთის „ირაოდან“ გადავიდა.
ახალგაზრდა სპორტსმენს ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.
“ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს.
ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ასეთ სპორტსმენებს გზა გავუკვალოთ და უფრო და უფრო მეტის მიღწევაში შევუწყოთ ხელი.
ვულოცავ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტსმენს სათანადო პირობები შევუქმნათ ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.