ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
მათივე ცნობით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ასევე – განათების, წყლის და კანალიზაციის ქსელი.
“თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპორტული მოედანიც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.