“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატი აჩიკო ბერიძე, ინასარიძის და შარაშიძის ქუჩების, ასევე, გონიოს მეურნეობის ბინების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

„დელეგატობის კანდიდატად დასახელების დღიდან ჩემი ბათუმელებისგან ვგრძნობ თანადგომას, რაც მაძლევს უდიდეს ძალას ვაკეთო მეტი სასიკეთო საქმე ჩემი ქალაქის განვითარებისთვის,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის დელეგატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ქალაქ ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები