ბორჯომის მერია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“დაბა წაღვერში ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ტიმოთეს უბანში გარე ტრენაჟორები დამონტაჟდა, ხოლო სოფელ მზეთამზეში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დაბაში კი სკვერი მოეწყობა.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.