გორის მერია: მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მერიის ინფორმაციით, მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გზის მონაკვეთის სიგრძე 198 მეტრია.
“პროექტის მიხედვით მოეწყობა:
🔹 ასფალტის საფარი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე;
🔹სანიაღვრე სისტემა;
🔹 ლითონის ცხაურები სანიაღვრეზე საჭიროების მიხედვით;
🔹 ეზოებში შესასვლელები;
🔹 მიერთებები;
🔹 საგზაო ნიშნები;
სამუშაოების ღირებულება 154000 ლარია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ”,- წერია ინფორმაციაში.