„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიება დღეს გაიმართა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები