დღეს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

დღეს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღმოსავლეთ საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, ღამით მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°, ზოგან +31°-მდე; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +14, +19°, ზოგან +27°-მდე.

თბილისში 9 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერი +28°-მდე გათბება. ორშაბათს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და +30° ტემპერატურა. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება 10 სექტემბერს ღამით, დღე კი უმეტესად მოღრუბლულ ამინდს და +32° ტემპერატურას ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები