ზუგდიდში გემო ფესტი პირველად ტარდება
7 -8 სექტემბერს გემო ფესტს სამეგრელო უმასპინძლებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებული ფესტივალი ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
“გემო ფესტში მონაწილეობის მსურველები შეხვდნენ გამოცდილ შეფებს, მათთვის გაიმართა ტრენინგები და მასტერკლასები. შეფ მზარეულებმა ფესტივალის მომავალ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.
ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები წარადგინონ, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. ფესტივალში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობას. გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დღეს დიდი ეკრანი მოეწყობა, სადაც მსურველებად შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს საფეხბურთო მატჩს ადევნონ თვალი. ბოტანიკურ ბაღში იქნება კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე. ხვალ, 8 სექტემბერს კი გემო-ფესტი სამეგრელო ჯგუფი მგზავრების კონცერტით დაიხურება. გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.