წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ურთიერთშელაპარაკების დროს, ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.
“იმედის“ ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.